სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არავინ და არაფერია დავიწყებული!“ - წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას თავიანთი შემოქმედებით მიაგეს პატივი
28-09-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის დომენტი ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„27 სექტემბერი ერთი მხრივ სასიამოვნო დღეა, რადგან ჯვართამაღლებაა, მაგრამ ამავდროულად ტკივილით სავსე დღე, რადგან ჩვენ სწორედ 27 სექტემბერს დატრიალდა უდიდესი ტრაგედია და მუხანათურად დაეცა სოხუმი.... საშინელი დარტყმა იყო ეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ხალხისთვის... მას შემდეგ 30 წელი გავიდა .. 30 გაუსაძლისი ტკივილით სავსე წელი... აბაშის მუნიციპალიტეტში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა“ , - გვიყვებიან სკოლაში.

ასევე, სკოლებმა თავიანთი შემოქმედებით აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გადარჩენილთ კი ამაყად განუცხადეს - „არავინ და არაფერია დავიწყებული“.

მოსწავლეები - ილია და მარიტა მაკალათიები გმირების პატივსაცემად მუსიკალურ ნომრებში მონაწილეობდნენ.

სოხუმის დაცემის დღეს ასევე მიეძღვნა კონფერენცია - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, სადაც აბაშის N1, N2, მარნის, პირველი მაისის, წყემისა და ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონკურსო თემები.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. წყემის საჯარო სკოლიდან კონფერენციაზე თემა -  „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მოსწავლე ნანა კუპრეიშვილმა წარადგინა და გაიმარჯვა. 

„დაგივიწყო-ნიშნავს დავმარცხდე, 30 ტკივილიანი წელი. არც ერთი წამი აფხაზეთზე ფიქრის გარეშე. ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება