სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში შესვლას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები 2025-2026 სასწავლო წელს შეძლებენ 
01-10-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პირველკლასელეთა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი კიდევ ერთი თვით, ანუ 1 დეკემბრამდე გადაიწევს, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლისთვის, 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც ექვსი წელი ექნება შესრულებული ყველა შეძლებს სკოლაში მისვლას.

„ეს პროცესი ორი წლის წინ დავიწყეთ და რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია, თუ მშობელი ფიქრობს, რომ ნაადრევია მისი შვილისთვის სკოლაში შეყვანა, მას უფლება აქვს დატოვოს ბაღში და შემდგომ წელს მიიყვანოს. თუმცა იმ მომართვიანობიდან დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ვადის გადმოწევა.

თუ გახსოვთ, იყო თხუთმეტი სექტემბერი, შემდგომ გავხადეთ პირველი ოქტომბერი და წელს გვაქვს უკვე პირველ ნოემბრამდე... სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მატებასთან ერთად, ჩვენ გვინდა, [სწავლის დაწყების ასაკი] რომ ყოველ წელიწადში ერთი თვით გადავწიოთ. ანუ, შემდეგ წელს ეს უკვე იქნება პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის და კიდევ შემდეგ წელს - 31 დეკემბრამდე. ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე სამართალიანი და სწორი წყალგამყოფი, სადაც უნდა გავჩერდეთ და შემდგომ უკვე მშობელმა თავად გადაწყვიტოს, უნდა შეიყვანოს ბავშვი, თუ არა. ამიტომ, ეს სიახლე წელს ნამდვილად გვაქვს და კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება