| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

|
გიყვარდეს წიგნი ცოდნის სარკე და ბუნების კარი, მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი! გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა ჯარისკაცები - ანბანთ კრებული, ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს, ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული! გსურს ასახელო მშობელი მხარე, მას ემსახურო საქმით და ფიქრით? ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს, ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი! გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას! გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება! ალეკო შენგელია
|
დედის დარიგება გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, გიორგი ჭალადიდელი
|
|
ორშაბათი დამდგარაო!- ნესტან კუპრავა
|
სიმღერა წიგნზე მზე უცინის იასა. მთიდან წყარო მოიმღერის დელი-ოდელიასა. ძია კომბლემ მწვანე სერზე ცხვარი ჩამოატარა. - ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! - სთხოვს მერცხალი პატარას. ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ მთები გადინადირა. ხუთკუნჭულამ გვახარხარა და შვლის ნუკრმა გვატირა. წიგნის მადლით შევიყვარეთ აკაკი და ილია, მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით, ვსვამთ და არ დაილია. შრიალ-შრიალ ფოთლებია, თუ ფიფქები ფანტელა! ფრთხილად შლიან ნინო, ბექა, გია, თამრო, ნათელა... მის ჯადოსნურ სილამაზეს ერთხელ ვინც ეზიარა, ყველამ გულით შეიყვარა წიგნი ფურცლებშრიალა. გივი ჭიჭინაძე
|
|
მასწავლებელი მასწავლებელი მდუმარე ანი კაპანაძე
|
სკოლა ჩემი ტკბილი აი ია, მაია წიგნაძე
|
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ