სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ჯდება პირველკლასელის სკოლისთვის მომზადება - სასკოლო ხარჯები
03-09-2023
-
+


15 სექტემბერს ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი იწყება. მშობლებმა უკვე დაიწყეს ბავშვების სკოლისთვის მომზადება.  ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის. თუმცა, ამ ეიფორიასა და ემოციებს თან ახლას სკოლის ხარჯები, რაც არანაკლები ნერვიულობის მიზეზია. ყველას უნდა, მისი შვილი ბედნიერი, კმაყოფილი და ლამაზად გამოწყობილი იყოს სკოლის 1-ელ დღეს, თუმცა დღეს ეს მცირე თანხასთან სულაც არაა დაკავშირებული.

საინტერესოა, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული პირველკლასელთა სკოლისთვის მომზადება. ამასთან დაკავშირებით, etaloni.ge პირველკლასელთა მშობლებს დაუკავშირდა:

„ჩანთაში ფასდაკლებით 105 ლარი გადავიხადე, პენალში 25. გააჩნია ხარისხს, თუმცა მინიმალური ფასი, რაც მე ვნახე 25 ლარი იყო.  ელემენტარული ნივთები, რომლებიც ყველა მოსწავლეს სჭირდება - ფანქრები, კალმები, სახაზავი, საშლელი 50 ლარის ღირებულებისაა. ტანსაცმელებს რაც შეეხება, ძირითადად საიტებიდან ვიწერ და 400 ლარამდე გადავიხადე სხვადასხვა სეზონის ტანსაცმელში. ბაზრობაზე მინიმუმ ერთი თავი სამოსისთვის 100 ლარი გჭირდება. ფეხსაცმლის ფასიც 60 ლარიდან იწყება. სრულყოფილად ბავშვი რომ სკოლისთვის მოამზადო მინიმუმ 500 ლარი გჭირდება“, - გვეუბნება პირველკლასელის მშობელი - ანჟელა.

„ჯერჯერობით სკოლისთვის მხოლოდ ჩანთა შევიძინეთ, რომელშიც 100 ლარი გადავიხადე. ტანსაცმელებზე მინიმალური ფასი 100 ლარიდან იწყება, საკანცელარიო ნივთებზეც გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა ფასი მომატებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთში წავიდეთ და იქ შევიძინოთ სკოლისთვის საჭირო ნივთები უფრო იაფად“ , - ამბობს მშობელი - მარიამი.

„ერთი ცალი ჩვეულებრივი კალამი 2 ლარი ღირს, მაშინ, როდესაც 2 წლის წინ 50 თეთრი ღირდა. წარმოიდგინეთ კალამზე როცა ასეა ფასი მომატებული სხვა ნივთებზე რა იქნება, პირველკლასელებს საკანცელარიო ნივთები და ჩანთა ახარებთ ყველაზე მეტად და შესაბამისად, მინდა, ჩემს შვილს არ ვაწყენინო და ვუყიდო ის, რაც თავად მოეწონება. ჩანთაში 150 ლარი გადავიხადე, პენალში 30. საკანცელარიო ნივთებში ჯამში 40 ლარამდე დავტოვე. ტანსაცმელები ჯერ არ მიყიდია, მაგრამ ბაზრობაზე რასაც გადავხედე ცოტა შოკი მქონდა, მაღაზიის ფასებზე მაღალია. ვიფქრობ, 600 ლარი მაინც დამიჯდება ჯამში ბავშვის სკოლისთვის მომზადება“, - აღნიშნავს პირველკლასელის დედა ანა..

„ორი პირველკლასელი მყავს წელს. ორივეს მომზადება ვფიქრობ, 1000 ლარამდე დამიჯდება. ჩანთას ერთს რომ კარგს უყიდი მეორესაც ისეთი უნდა უყიდო. 200 ლარი გადავიხადე ორ ჩანთაში. ტანსაცმელში და ფეხსაცმელში ჯამში 300 ლარი. საკანცელარიო ნივთები ჯერ არ მიყიდია. რთულია ძალიან ორი პირველკლასელის მომზადება სკოლისთვის. ფასები ძალიან მომატებულია ყველაფერზე“, - გვიამბობს მშობელი ნუნუ.

საბაზრო ფასების გათვალისწინებით ფასები შემდეგნარია:

სახატავი რვეული - 6 ლარიდან;

კალამი - 50 თეთრიდან;

პენალი - 20 ლარიდან;

უბრალო ფანქრები - 50 თეთრიდან;

სახატავი ფანქრები - 6 ლარიდან;

საშლელი - 50 თეთრი;

სათლელი - 50 თეთრიდან;

სახაზავი - 80 თეთრიდან;

რვეული 12- ფურცლიანი - 50 თეთრი;

ჩანთა - 100 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება