სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მონდომება, შრომა და მიზანდასახულობა შესაბამისად ფასდება“ -  ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექტორმა, ირმა გუგავამ მენტორის სტატუსი მოიპოვა
02-08-2023
-
+


ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გუგავა სიახლეებს არ უშინდება და უწყვეტ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

ირმა გუგავამ წარმატებით ჩააბარა მენტორი მასწავლებლის გამოცდა და პედაგოგის უმაღლესი სტატუსი მოიპოვა. 

დღეს, საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსების ამაღლება მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ნაწილია. იგი ითვალისწინებს როგორც პედაგოგის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და წინსვლას, ასევე გულისხმობს ანაზღაურების
შესაბამისად ზრდასაც, რაც, როგორც ჩხუტელის საჯარო სკოლაში თვლიან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია მასწავლებლებისათვის.

მენტორი მასწავლებლის სტატუსი ახალი სქემის მიხედვით პედაგოგის ყველაზე მაღალი სტატუსია.

მენტორი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება წამყვან მასწავლებელს, რომელმაც კომპლექსური შეფასების ფარგლებში, წარმატებით უნდა ჩააბაროს მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა და სპეციალური კომისიის მიერ დადებითად შეუფასდეს მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული, მისი პროფესიული საქმიანობის ამსახველი საქმიანობა, რომლის ინსტრუმენტებიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

გასულ წელს პირველად ჩატარდა მენტორი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდა. ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექტორმა, ირმა გუგავამ წარმატებით ჩააბარა მენტორი მასწავლებლის გამოცდა. ახლახან, კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა და მიენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

ირმა გუგავას თქმით, მონდომება, შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის ფასდება.

„ამ სტატუსის მიღებამდე ეტაპობრივად გავიარე რთული გზა. ჯერ საგნის კომპეტენციის დადასტურება, შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება, 2021 წელს მოვიპოვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. მენტორობაზე მხოლოდ ვოცნებობდი, თუმცა ამ პროცესით დავინახე, რომ მონდომება, შრომა და მიზანდასახულობა შესაბამისად ფასდება, ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, რომ შეუძლებელი არაფერია და ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას. ვაცნობიერებ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული ყველაზე მაღალი სტატუსი რთული და მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. გააზრებული მაქვს, რომ მენტორის როლში საკუთარი მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შევიტანო სკოლის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში, მისი საერთო კულტურის ამაღლებაში, რაც გულისხმობს ტიპიური პრობლემების და საჭიროებების გათვალისწინებით თანამშრომლობის ამაღლებას და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, პროფესიული ეთიკის დაცვას, სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ირმა გუგავა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ასევე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრმა ირმა გუგავას, კონკურსის წესით, 5 წლის ვადით მიანიჭა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი, რითაც სკოლისთვის მნიშვნელოვანი რესურსს წარმოადგენს მოსალოდნელი ავტორიზაციის პროცესებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება