| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლისთვის 2022-2023 სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
წელს, კურსდამთავრებულთა შორის მედლის ოთხი კანდიდატია. მათგან სამმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ერთმა კი - ვერცხლის.
ოქროს მედალზე წარდგენილნი არიან - ნინო დალაქიშვილი, გვანცა დალაქიშვილი, გიორი ჟამურელი. ვერცხლზე კი მარიამ ოღრაპიშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ დიდი წარმატებას. პედაგოგებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში კიდევ უამრავ წინსვლას და წარმატებას, სკოლას ოქროს და ვერცხლის მრავალ კურსდამთავრებულს, ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს კი მაღალ ქულებს და უამრავ წარმატებას მომავალში. გილოცავთ ბავშვებო, გვეამაყებით....
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა