„თქვენნაირ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი“ -ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ
01-08-2023
დაკოპირებულია
-
+
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლა წელს წარჩინებით ორმა მოსწავლემ დაამთავრა. ნანა ძიგრაშვილი და მარიამ გუგუციძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან.
სკოლას წელს, ასევე, ჰყავს საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ.
„რაოდენ სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება, განსაკუთრებით კი ცხოვრების საწყის ეტაპზე...
ზედა ვანის სკოლის ორი მეცხრეკლასელი წელს კომპიუტერის მოლოდინშია. ნანა ძიგრაშვილი და მარიამ გუგუციძე კი ის ბავშვები არიან, რომლებმაც ყველა საფეხური მაქსიმალური წარმატებით გაიარეს.
ზედა ვანის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს საშუალო საფეხურის ოქროს მედლით დაგვირგვინებას, თქვენნაირ ახალგაზრდებზე დგას საქართველოს მომავალი“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც -მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ