სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

„დღეს დავრწმუნდი - შრომას ყოველთვის აქვს შედეგი“ - 60-ქულიანი აბიტურიენტების ემოციები 
01-08-2023
-
+


აბიტურიენტები სულმოუთქმელად ელოდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, დღეს მათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული პირველადი ქულები გაიგეს. არაერთ აპლიკანტს დაუფასდა თავდაუზოგავი შრომა და მოახერხეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

Etaloni.ge გაგაცნობთ, მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტთა არასრულ შემადგენლობას, გიზიარებთ მათ ემოციებსა და სამომავლო გეგმებს.

ნინი აბჟანდაძე, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მაქსიმალური ქულა აიღო. ის თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ახალთერჯოლის სკოლის კურსდამთავრებულია.

„სიმართლე რომ გითხრათ, 60 ქულას არ ველოდი, 55-ზე მეტის მოლოდინი მქონდა, მაგრამ მაქსიმალური შედეგი სიურპრიზი იყო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, მით უმეტეს პირველი გამოცდა გახლდათ. ძალიან ვღელავდი, გამოცდაზე აკანკალებული შევედი და გამოვედი, მერე  ვიხსენებდი როგორ მეწერა და სად მქონდა შეცდომები დაშვებული, თუმცა ძალიან მინდოდა, რომ „იგი“ მომსვლოდა, ცოტა სხვა მიმართულებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ კარგად გავართვი თავი.

1 წელი ვემზადებოდი რეპეტიტორთან, ალბათ მოუმზადებლადაც არ ავიღებდი დაბალ შედეგს, რადგან სკოლამ მომცა ამის საფუძველი, თუმცა უმაღლესი ქულა ჩემი და ჩემი მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევის დამსახურებაა. ვაპირებ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩავაბარო, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. შემდეგ კი, საზღვარგარეთ წავიდე და ჩემი ცოდნა გავიღრმავო. 10 წელში, საკუთარ თავს რეალიზებულ და წარმატებულ პიროვნებად ვხედავ, იმედია, ეს მოლოდინი გამიმართლდება“ - აღნიშნავს ნინი. 

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, მაწიმის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა გელაშვილია. ანამ უმაღლესი შედეგის მიღება წლის დასაწყისშივე დაისახა მიზნად და როგორც მაქსიმალისტმა, საწადელს მიაღწია კიდეც. ის სწავლის გაგრძელებას, დედაქალაქში აპირებს და მისთვის სტუდენტობა დამოუკიდებელი ცხოვრების საწყისი და დიდი გამოწვევაა.

„ზღვა ემოციაა უმაღლესი ქულის მიღება. მინდა ვაღიარო, რომ მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერი გავაკეთე ამ შედეგის მისაღწევად. ჩემი წარმატება დიდწილად რეპეტიტორის, მაია ფრიდონიშვილის, დამსახურებაა, რომელიც სკოლაშიც მასწავლიდა. წლის დასაწყისში მიზნად დავისახე მაქსიმალურ შედეგზე გასვლა, გამოცდიდან გამოსულს მეეჭვებოდა 1-2 საკითხი, ვფიქრობდი თემაში მქონდა შეცდომა, ან გადატანისას მექანიკურად დავუშვებდი შეცდომას, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს დავრწმუნდი, შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, მიზნის მიღწევა კი უდიდესი სიამოვნებაა.

ვაპირებ, ჯავახიშვილში ჩავაბარო საერთაშორისო სამართალზე, ეს საკმაოდ ფართო სპექტრია და კონკრეტული მიმართულება ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჩემი მიზანია, აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში. ალბათ, ყველა პატრიოტის სურვილია და ჩემიც, რომ მიღებული ცოდნა სამშობლოს მოვახმარო.

სტუდენტობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, საცხოვრებლად დედაქალაქში გადასვლა მომიწევს და ვფიქრობ, რომ საბრძოლო განწყობით უნდა შევეჭიდო ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას. მინდა, რომ ბაკალავრი საქართველოში დავასრულო, მოგვიანებით კი, თუ მომეცემა შესაძლებლობა კვალიფიკაცია ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტებში ავიმაღლო“ - გვეუბნება ანა გელაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება