| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს მეტად საინტერესო და შემეცნებითი პროექტი - „გარემო ჩვენს ირგვლივ“ განხორციელდა.
პროექტში აქტიურად იყო ჩართული უცხოური ენის კათედრა. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში, 18 მაისს, მე-7დ კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, სალომე საგანელიძემ, ჩაატარა პროექტის- „Welcome to our city“ პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელმა აჩვენა მოსწავლეებს ვიდეორგოლი ქუთაისის შესახებ, შემდეგ კი გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემაზე. მოსწავლეებმა, წარადგინეს თემები ღირსშესანიშნავ ადგილებზე და ისაუბრეს გარემოპირობებსა და პრობლემებზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდა პრაქტიკანტი ნინო ჭანკვეტაძე, რომელსაც ჰქონდა პრეზენტაცია ქალაქის ეთნოგრაფიულ, სპორტული და საბრძოლო ხელოვნების მუზეუმებზე.
როგორც სკოლაში გვამცნობენ, მოსწავლეები პირველ სემესტრში მუზეუმებში იმყოფებოდნენ.
„აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ტრანსფერული და შემოქმედებითი უნარების განვითარებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა