| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევებით სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულად ამაყობს.
მათ შორის არიან 2023 წლის კურსდამთავრებულები - ანა დვალი, თამარ ჩინჩალაძე და ინა სარალიძე.
ანა დვალმა, თამარ ჩინჩალაძემ და ინა სარალიძემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ფუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა