სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა
20-07-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლეები აქტიურად ახორციელებდნენ პროექტებს სამოქალაქო განათლებაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

„პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა - კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დაგეგმვა, პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის გადაჭრა„,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტული სწავლების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

29 მაისს მე-10გ კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: ინგა ხაჟომია, მასწავლებელი: ლალი რობაქიძე) პროექტული სწავლების ფარგლებში  VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრაზე მე-10გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: 1. კულტურული მრავალფეროვნება (მარაიამ ნაზარენკო, თეკლა ლანჩავა, ნიკოლოზ ჩაკვეტაძე,ლუკა ჯულაყიძე, ლიკა გრიგოლაშვილი) 2. პროფესიული განათლება (ანანო ბაზმანი, დიმა ბაზმანი, საბა ქასრაძე, თათია ნამიჭეიშვილი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი) 3. კლიმატის ცვლილებები (სალომე მუსელიანი, მარიამ სუთიძე, მურმან აბულაძე, მარიამ ახალაძე, ვასილ გაბელაია) 4. სიძულვილის ენა (ირაკლი ლაშქარეიშვილი,ზვიად გულბიანი, მარიამ კლდიაშვილი, ვაკო რაჩკოვსკი, გიორგი ხურციძე) 5. ტრეფიკინგი (მარიამ ფერცულიანი, ოთარ მემარნიშვილი, დავით ხუსკივაძე, რევაზ აბუთიძე, ცოტნე სულეიმანაშვილი, ლუკა სულეიმანაშვილი).

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მე-10გ კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ აქტივობას. შეხვედრის დასასრულს პრეზენტატორებმა მოსწავლეებს საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება