| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი რიპსიმე აროიანი და მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ STEM კონფერენციაზე 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა. მოსწავლეებმა ასევე, ერთმანეთს გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება. ამასთან, მოსწავლეებმა სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები მოისმინეს და სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.
STEAM პროექტების გამოფენა საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო.
მონაწილე სკოლებს შორის სამცხე-ჯავახეთიდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ერთი არაქართულენოვანი სკოლა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა. სკოლის გუნდს STEM პროექტების შექმნისას გამოჩენილი განსაკუთრებული მონდომებისა და შემოქმედებითი მიდგომებისთვის სერტიფიკატი გადაეცა
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. ასევე მონაწილე სკოლების დირექტორები და შესაბამისი საგნის მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა