სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა საინტერესო კონკურსით შეაჯამეს
20-07-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 აკადემიური წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

წარმატებებით დახუნძლული წელი კი შესწავლილი მასალის შეჯამებით დასრულდა. 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის - მანანა სონგულიას ხელმძღვანელობით, ბუნებისმეტყველებაში შემაჯამებელი კონკურსი ჩატარდა, რომელიც სკოლის პედაგოგების - მაია ზარქუას და მაია ფიფიას ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მე-3ა, მე-3ბ, მე-4, მე-5ა, მე-5ბ და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსი ოთხ რაუნდად წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და აზატრული აღმოჩნდა. გამოვლინდნენ I,II,III ადგილის მფლობელები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო სწრაფი აზროვნების უნარის განვითარება, რომელიც ორიენტირებული იყო მიღებული ცოდნის გაგება-გააზრებაზე. კონკურსის მიმდინარეობასა და შედეგების შეჯამებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-7, მე-8, მე-10 კლასის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

„ღონისძიებამ შეაჯამა სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლებმა მეტი ინტერესი გამოიჩინონ  ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პედაგოგმა - მანანა სონგულიამ წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები და დიპლომები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება