| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის გოგონათა გუნდი გეზრბენში საქართველოს ჩემპიონია. მოსწავლეებმა ბრწყინვალედ სასკოლო ოლიმპიადაში იასპარეზეს.
სპორტის პედაგოგი ვოვა ონიანი მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და სპორტის ეროვნულ ფედერაციას მადლობას უხდის.
„სასკოლო ოლიმპიადა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. მოვიგეთ რაიონული სპორტული შეჯიბრი, ჩავერთეთ კახეთის რეგიონის პირველობაზე და იქაც გავიმარჯვეთ. შემდეგი ეტაპი იყო აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა, რომელიც ლისის ტბაზე ჩატარდა და გამარჯვება ისევ ჩემს გოგონებს ხვდა წილად. მზადება სრული შემართებით გავაგრძელეთ. გარკვეულ ეტაპამდე არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ასეთ დიდ გამარჯვებას მივაღწევდით, მაგრამ შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე ვიზრდებოდით, მოგების ეშხიც მოვიდა და საქართველოს ფინალისთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებოდით. შედეგი სახეზეა. დიდი მადლობა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას, ორგანიზატორებს და ჩემს გუნდს. ყველანაირად ვეცდებით, რომ მსოფლიო მასშტაბით ვასახელოთ საქართველო“,- აღნიშნავს ვოვა ონიანი.
ბაისუბნის საჯარო სკოლის დირექციამ გამარჯვებულებს საზეიმო დახვედრა მოუწყო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა