| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში ასევე ჩატარდა შემოდგომის ფესტივალი, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სკოლაში ასევე აკადემიური წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოცა სხვადასხვა ისტორიულ და მნიშვნელოვან თარიღებს.
გამონაკლისი არც 9 აპრილი ყოფილა, რომელთან დაკავშირებით სკოლაში პრეზენტაცია „9 აპრილიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამდე“ თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაიმართა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ასევე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ და 9 აპრილის აქციის მონაწილეებისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - პერფორმანსი ჩატარდა.
სკოლაში ასევე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს, კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
მოსწავლეები ასევე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.
ამის მაგალითია სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული ქართულ-იაპონურ კულტურათა დიალოგის ღონისძიება, სადაც ბავშვებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
სკოლაში ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
მოსწავლეები სკოლაში ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მათ უფლებებს. ამასთან დაკავშირებით კი პრეზენტაცია - „კონსტიტუცია და ბავშვები“ გაიმართა.
პრეზენტაციაზე მათ ბავშვთა უფლებებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.
აკადემიური წლის განმავლობაში ასევე ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქველმოქმედო პროექტები ჩატარდა და შეხვედრა იაპონელ სპეციალისტ მაი ოგიზავასთან მოეწყო.
აღსანიშნავია, ასევე „ჯონათან გალიბლის თავგადასავლის“ ახალი გამოცემის განხილვა და „ამერ-იმერის“ საავტორო გადაცემის საცდელი ვერსიის ჩაწერა, რომლებშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.
სკოლის თვითმმართველობა მთელი წლის განავლობაში ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა