სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N26 სკოლის წარმომადგენლები - თეა ჯალაღანია და თამარ აფციაური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში „ციფრულ ელჩებად“ გადამზადდნენ
14-07-2023
-
+


თბილისის N26 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა. 

თბილისის N26 საჯარო სკოლა ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის -  „მშობლები განათლებისთვის“ პროექტში - „მშობლების ციფრული წიგნიერება“, რომელიც ხორციელდება ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში ჩართული მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ეკრანდამოკიდებულების მართვა“, ასევე ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მშობლებმა შეისწავლეს ციფრული უსაფრთხოების მარტივი და აუცილებელი ტექნიკები, რათა შეძლონ და დაიცვან შვილების ონლაინ უსაფრთხოება.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობდა თბილისის N26 საჯარო სკოლის 15 მშობელიც.

ჩატარებული ტრენინგებიდან შერჩეული მშობლებისთვის, 25-26 ივნისს, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ციფრული ბანაკი, სადაც აქტიური და მოტივირებული მშობლები ციფრულ ელჩებად გადამზადდენ. „ციფრული ელჩების“ საპატიო სტატუსი თბილისის N26 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს - თეა ჯალაღანიას და თამარ აფციაურს ერგოთ. 

„სასხარულოა ის ფაქტი, რომ შერჩეულ მშობლებს შორის იყვენენ ჩვენი სკოლის წარმომადგენელბიც თეა ჯალაღანია და თამარ აფციაური. მომავალ სასწავლო წელს პროექტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი „ციფრული ელჩები“ გაუზიარებენ ჩვენი სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც. ციფრული უსაფრთხოების საკითხების გარდა, ბანაკში მშობლებმა დამატებითი უნარებიც შეიძინეს, რაც მომავალში მათ ტრენინგების ჩატარებასა და სხვა მშობლებთან კომუნიკაციაში დაეხმარებათ.

ვულოცავთ, პროექტში წარმატებულ მონაწილეობას ჩვენი სკოლის წარომადგენლებს თეა ჯალაღანიას და თამარ აფციაურს და „ციფრული ელჩების“ საპატიო სტატუსს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება