| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 2022-23 აკადემიური წელი სკოლისთვის მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა - დახუნძლული ღონისძიებებით, აქტივობებითა და ღია გაკვეთილებით. პედაგოგების თავდაუზოგავმა შრომამ, მოსწავლეების და მშობლების ჩართულობამ სწავლისადმი ინტერესი აამაღლა.
მოსწავლეებმა მიიღეს როგორც სიღრმისეული ფორმალური განათლება, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში. ამაში კი ლომის წილი სკოლის დირექტორს - ნინო მეგენეიშვილს მიუძღვის.
სკოლის ხელმძღვანელი, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობისთვის, ასევე, წარმატებულ მოსწავლეთა აღზრდისა და ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა. დირექტორს მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობდნენ და წარმატებითაც იასპარეზეს.
სკოლის დირექცია პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო პროცესში აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა