სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სმადის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება 
13-07-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით. 

მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლისა და  ჩორჩნის დაწყებითი სკოლის  დაწყებითების  კათედრამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ლია ხარშილაძემ, მარი ტყემალაძემ და ნინო არბოლიშვილმა, გამართეს ღონისძიება - „დედაენავ მადლობა“.

ღონისძიებაში პირველკლასელებთან ერთად მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მომავალ სასწავლო წლამდე მრავალფეროვანი პროგრამით დაემშვიდობნენ. 

„ფოტოსლაიდით, გაგვახსენეს ერთი წლის მანძილზე განვლილი სასკოლო ცხოვრება, მხატვრულად წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები მშობლიური ენის თემაზე, პირველკლასელებმა ისაუბრეს, რით იყო დასამახსოვრებელი მათთვის ანბანთან უთიერთობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს ანიმატორებმაც.

ღონისძიების გაფორმებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე მშობლები.

ღონისძიებას ესწრებოდა, სკოლის დირექტორი ირმა ქიმაძე. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, საინტერესო, მდიდარი, დასამახსოვრებელი ღონისძიების ჩატარებისთვის და მოწაფეებს ლაღი ბავშვობა, ნაყოფიერი სწავლა, საზოგადოებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებებად ჩამოყალიბება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება