სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მაღალკვალიფიციური პედაგოგთა გუნდი, სკოლის ხელმძღვანელთან ერთად, მშობელთა ნდობას იმსახურებს“ - თბილისის N106 სკოლა მოწინავეთა რიგებშია
12-07-2023
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს და ხარისხიან განათლებას სთავაზობს. შესაბამისად, სკოლაზე მოთხოვნა დიდია. 

„ჩვენი ასმეექვსე სკოლა თბილისის მასშტაბით მოწინავეთა სიებშია“,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში სკოლის წარმომადგენელი ინა მეცხვარიშვილი და სკოლის წარმატებისა და პოპულარობის მიზეზებზე საუბრობს. 

„ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლას თავისი ისტორია გააჩნია, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში. ბოლო 8 წელია, რაც სკოლა უწყვეტ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობის ხანას გადის. სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას დევიზია: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“ და სასკოლო ატმოსფეროც ასეთი ტრიალებს ასმეექვსეს კედლებში.  ბოლო 8 წელია, რაც სკოლა 7 პარალელურ პირველ კლასს ხსნის. მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელსაც ქმნის მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი სკოლის ხელმძღვანელთან ერთად, მშობელთა ნდობას  იმსახურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლა, თავის რეგიონში, ძალიან მოთხოვნადი გახდა და სახელი გაითქვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, როგორიცაა:

✓ უსაფრთხო გარემო;

✓ სკოლის პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრი.

✓ მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგები და მიღწევები არაფორმალური განათლების კუთხით;

✓ მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები, რომელთა შორის გამორჩეულია სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას მიერ შემოტანილი ტრადიცია - წარჩინებული მე-12 კლასელებისთვის სკოლის ეზოში სახელობითი ვარსკვლავის გახსნა“,- აღნიშნავს დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მოჰყავს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემები, თბილისის მასშტაბით სკოლების ჩამონათვალი, სადაც რეგისტრაციის პირველ დღეს ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო.

სკოლაში ყველაზე მოთხოვნად სკოლებს შორის მოწინავე ადგილი ახარებთ და აღნიშნავენ რომ წინ კიდევ ბევრი წარმატებაა!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება