სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი, რომ მოდიან სკოლაში, სადაც ყველაფერს გააკეთებენ მათი ბედნიერებისთვის“ - ლიანა ჩხაიძე, თბილისის N102 სკოლის დირექტორი
12-07-2023
-
+


ლიანა ჩხაიძე თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოტივაციის წყარო  მოსწავლის, კოლეგის, მშობლის, ნდობა და სიყვარულია. ის მუდამ განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. ცდილობს, სკოლაში მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და აკადემიური გარემო შექმნას და პირველკლასელებსაც ჰპირდება, რომ ისინი მივლენ ისეთ სკოლაში, სადაც მათი დანახვა უხარიათ, სადაც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები ბედნიერად გრძნობდნენ თავს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ლიანა ჩიხლაძესთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საკმაოდ რთული გამოწვევების წელი. პირველი, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას ეს იყო მოსწავლის სკოლის მერხთან დაბრუნება და სასწავლო პროცესში ჩართვა დისტანციური სწავლების შემდეგ. ამ დროს მოსწავლეს მაქსიმალურად გვერდში უნდა დაუდგეს როგორც სკოლა, ასევე მშობელი. შვილის სასწავლო პროცესზე გამოშვება, სახლში გაკვეთილების მომზადება, დამრიგებელთან ხშირი კომუნიკაცია. ამის გარეშე თანამშრომლობა და წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მეტად იმეგობრეთ ჩვენთან. მეტად ჩაერთეთ თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრებაში. სკოლას მოსთხოვეთ მაქსიმალურად სასწავლო პროცესის გამართულად ჩატარება. აკონტროლეთ თქვენი შვილების წარმატებებიც და ჩამორჩენაც. ასეთი ტიპის თანამშრომლობის გარეშე ვერც სკოლა გავა სასურველ შედეგზე და ვერც თქვენ, მშობლები ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი...

- მადლობა ჩემს სკოლას იმისათვის, რომ კარგად მომამზადა ცხოვრებისთვის, მომცა კარგი განათლება, მასწავლა მეგობრობა, თანამშრომლობა. დავიხატავდი დედამიწას ფერად ფერებში, დავიწერდი - მშვიდობა მსოფლიოს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მინდოდა ჩემს მიერ არჩეულ პროფესიაში წარმატებული ვყოფილიყავი, მესწავლა ისე, რომ შემძლებოდა მაქსიმუმის გაკეთება.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ის მოვიდა ისეთ სკოლაში, სადაც მისი მოსვლა და დანახვა უხარიათ, სადაც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ის ბედნიერად გრძნობდეს თავს. იცოდეს, რომ მას ამ სკოლაში ასწავლიან მეგობრობას, თანამშრომლობას, სამშობლოს სიყვარულს და რაც მთავარია კარგ განათლებას მისცემენ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...   

- ჩემი სკოლაში მუშაობის პერიოდში ბევრი თბილი და ტკბილი სიტყვა მომისმენია მოსწავლეებისგან. მაგალითად სკოლიდან, სადაც ადრე ვმუშაობდი მომაკითხეს ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა, მნახეს, გამახარეს, მოვეფერეთ ერთმანეთს. დამშვიდობების დროს მომიბრუნდა ერთი და მეუბნება, გაბრაზებაც კი მოფერებით იცოდით, ამიტომაც გვიყვარხართ და არ გვავიწყდებითო.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლის, კოლეგის, მშობლის, ნდობა და სიყვარული, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი იმედი აქვთ, რომ ერთად შევძლებთ ნებისმიერი პრობლემის დაძლევას და წარმატების მიღწევას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება