სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოტივაციას მაძლევს საქმე, რომელიც მიყვარს“- მზია კიწმარიშვილი, რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2023
-
+


მზია კიწმარიშვილი ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც ყველა დაბრკოლება ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცა და ასწავლა, რომ არასდროს უნდა დანებდეს. ის არ უშინდება გამოწვევებს, სიახლეებს ამაყად უმკლავდება და ცდილობს ამ შემართებით, თავის სკოლასა და მოსწავლეებს გაუკაფოს გზა წარმატებისკენ. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მზია კიწმარიშვილთან. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- სავსე საინტერესო მოულოდნელობებით, ინოვაციური იდეებით და სურვილით, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- სასურველი შედეგის დასადებად, ეს ჩვენი ჯანმრთელი, განათლებული, წარმატებული და შემდგარი შვილებია, ერთად უნდა ვიყოთ: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი. ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს! 

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

-  „დაეცი?- უნდა წამოდგე, 
დამარცხდი?- უნდა იბრძოლო,
გაჭირდა?- უნდა გამოდგე,
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო!..“
/გელა დაიაური/ 

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მათემატიკის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. სასწავლო წლის მეორე ნახევარში ლოგარითმების შესწავლა დავიწყეთ, ძალიან გამიჭირდა, საერთოდ ვერაფერი გავუგე. სახლში განვაცხადე თავს ვანებებ მათემატიკის სწავლას. მე მათემატიკის მასწავლებელი მინდა ვიყო და ამ თემაზე, რომ გადავალ, რა ვუთხრა მოსწავლეებს, უკაცრავად, თვითონ არ ვიცი მეთქი?.. ლოგიკურია. რას გააკეთებ სამაგიეროდო? - მკითხა მამამ. რამე სხვა საგანს ავირჩევ, ვუპასუხე. გაქვს გარანტია, რომ იქ არაფერი პრობლემა არ გექნება? - ისევ მკითხა მან. არა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მივუგე... წარმოიდგინე, რომ გადასაცური გაქვს მდინარე, შუა წყალში ხარ. საით წახვალ, წინ თუ უკან? წინ, არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე. ხოდა წადი! მითხრა. ვერ მივდივარ! ვუთხარი...იმ დღეს მორიგი გაკვეთილი მქონდა მათემატიკაში, წავედი. მასწავლებელმა, ეტყობა ამოიკითხა ჩემი გონებრივი და სულიერი მდგომარეობა ჩემს სახეზე, დაფასთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა, გამომიძახა და 2 მაგალითი ამომახსნევინა. შემდეგ დავჯექი და იცით რა ვიგრძენი? ვიღაცამ ბნელ ოთახში სინათლე აანთო... ეს ვიღაცა ჩემი ფავორიტი, ჩემი ყველა დროის გამორჩეულად საყვარელი მერაბ მასწავლებელი იყო, მერაბ გორდეზიანი! მადლობა მას და მადლობა მამას.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ბევრი ითამაშეთ, იცინეთ, ყოველი დღე აივსეთ ფერადი ოცნებებით და ისწავლეთ! ყოველთვის და ყველაფრისგან ისწავლეთ...

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ერთ-ერთმა სკოლამ, როგორც დირექტორობის კანდიდატი გამამინუსა, თავს საშინლად ვგრძნობდი... ერთ საღამოს ჩემი სადამრიგებლოს კურსდამთავრებული მოსწავლე შემხვდა. მითხრა, თვალს ვადევნებდით თქვენს წარმატებებს, გვინდოდა მოგველოცა, მაგრამ... მერე ჩავთვალეთ ჩვენი თავი არ გექნებოდათ და... არ ვიცი, როგორ მოიქცევით თქვენ, მე კი ისე მოვიქეცი, როგორც თქვენ გვასწავლეთ, არ დავნებდი, 5 დღე და ღამე ქუჩაში მეძინა ბათუმში, რადგან არავის ვიცნობდი ქალაქში, ბინის ქირით აღების საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მაინც გავხდი საზღვაო აკადემიის სტუდენტი! მადლობა და შემდგომი წარმატებები თქვენო, მითხრა და გამშორდა... ეს მოსწავლე ჩემი შმაგი იყო... და ეს ჩემთვის საჭირო დროს ნათქვამი ყველაზე დიდი კომპლიმენტი და ამავე დროს გამოწვევაც იყო - დამოძღვრე? იყავი მაგალითი!!!

- მოტივაციას მაძლევს...

- ყოველი ახალი დღე, საქმე, რომელიც მიყვარს და ჩემი შრომისმოყვარე, საქმეზე შეყვარებული თანამოაზრეების გუნდი!..


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება