სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლის ახალბედა მოდებატეების წარმატება დებატების ეროვნულ ტურნირ​ში
12-07-2023
-
+


ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ დებატების ეროვნულ ტურნირში, სადაც შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

დებატების ეროვნული ტურნირი პროექტის -„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ორგანიზებით, ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატების საგნის, კლუბებისა და სკოლების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეული გუნდები.

ტურნირი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და სადებატო რეზოლუციაც სასმელი წყლის საფასურის გადახდას ეხებოდა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ფინალისტები და ტურნირში გამარჯვებულები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები.

როგორც თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ტალახაძე გვიყვება, ტურნირში მონაწილეობისთვის წურწუმიას სახელობის N94 სკოლის 24 მოდებატიდან შეირჩა ერთი გუნდი (სამი მონაწილე). თითოეული მათგანი წლის განმავლობაში რეგულარულად ესწრებოდა კლუბის შეხვედრებს და ეუფლებოდა დებატების ტექნიკას. გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და მეოთხედფინალურ ეტაპზეც გადავიდა, მაგრამ ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა. თუმცა, მსაჯების შეფასების საფუძველზე, ტურნირის საუკეთესო მოდებატეების ათეულში დასახელდა სკოლის ორი მეცხრეკლასელი მოსწავლე: ბაია ქარდავა და ნინო ზამბახიძე.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალბედა მოდებატეებს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება