სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუბრები ფინჯან ყავასთან“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ეწევიან
11-07-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“.

პროექტის ფარგლებში, პედაგოგები აწყობენ შეხვედრებს - „საუბრები ფინჯან ყავასთან“, საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიის დადებით მხარეებს აჩვენებენ და თითოეული მასწავლებლის საქმიანობის შესახებ საუბრობენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია საზოგადოებაში, ახალგაზრდებში აამაღლონ ცნობიერება და მასწავლებლის პროფესიას პოპულარიზაცია გაუწიონ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან „საუბრებმა ფინჯან ყავასთან“ მოლოდინს გადააჭარბა, ვინაიდან სამი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს მოსაზრებებს უზუარებენ. იყო ძველი წლების გახსენება, საინტერესო კითხვები და უფრო საინტერესო პასუხები.

პროექტში ჩართულნი არიან მასწავლებლები: დარიკო მელაძე, ხათუნა დეკანაძე, თამილა დავითაძე, ქეთი დეკანაძე და მოსწავლეები - ლუკა იაკობაძე და ნინი ბოლქვაძე.

ამჯერად, შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგთან, ფატმან ცეცხლაძესთან გაიმართა. მიწვეულმა პედაგოგმა, ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დაასრულა. შემდეგ თაგოს საშულო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. 1989 წლიდან დღემდე - სოფელ განახლების საჯარო სკოლაში აგრძელებს პროფესიულ მოღვაწეობას. ის მაგისტრის ხარისხის უფროსი მასწავლებელია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, როცა პედაგოგი საუბრობს, მისი მოსმენა არ გწყინდება. მისგან მუდმივად სწავლობ, ერთგული და მეგობრულია, შეუძლია გვერდში დგომა. პედაგოგიურმა საბჭომ რამდენჯერმე „სკოლის წლის მასწავლებლად“ დაასახელა.
ის აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში. მუდმივად ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში. მხარს უჭერს არაფორამლური განათლების უპირატესობებს.  არის შრომისმოყვარე, არ ჩერდება.  მუდმივად სწავლობს და არ უჭირს სწავლება.

სკოლა გვიზიარებს პედაგოგ ფატმან ცეცხლაძესთან ინტერვიუს ამონარიდს:

- რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი?

- კარგი მასწავლებელი იყო ნიშნავს, გიყვარდეს შენი პროფესია და უპირველესად, ბავშვები. გათავისებული გქონდეს მასწავლებლის როლი და საკუთარი პასუხისმგებლობა აღსაზრდელების წინაშე. ცხოვრობდე ბავშვების ცხოვრებით. სწავლობდე, ასწავლიდე, ქმნიდე, ეძებდე სიახლეებს, 

- კარგი განათლება...

- კარგი განათლება ადამიანს  საშუალებას აძლევს, მეტად შეიცნოს საკუთარი თავი.  რეალურად აღიქვას ნებისმიერი პრობლემა,  დაძლიოს პრობლემები.  ეფექტურად და გააზრებულად იმოქმედო ნებისმიერ დროს. კარგი განათლება ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას. ათვითცნობიერებ ღირებულებებს, ვითარდები. 

- თქვენ შეგიძლიათ სამყარო უკეთესი გახადოთ. ეს ნიშნავს იმას,რომ...

- უპირველესად ადამიანებმა  ურთიერთპატივისცემა უნდა ვისწავლოთ.  ერთმანეთის  გვერდში დგომა და აღიარება არ უნდა გვიჭირდეს.  სამყაროს შესაცვლელად ყველა ადამიანი თეთრ ბაირაღს უნდა ვაფრიალებდეთ. საუბარი უნდა შეგვეძლოს და არ ვყვიროდეთ.  მხოლოდ უფლებებზე კი არა, მოვალეობებზეც უნდა ვფიქრობდეთ ადამიანები.  სხვის ნაკლზე საუბარს უნდა გადავეჩვიოთ და შრომა ვისწავლოთ. უფრო მეტად ვიშრომოთ მიზნისკენ მიმავალ გზებზე.

- დაგიშვიათ თუ არა შეცდომა,როგორც მასწავლებელს?

- იცით, შეცდომებზე ვიზრდებით ადამიანები. მეც ადამიანი ვარ, შესაბამისად ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. მაგრამ როგორც მასწავლებელს რა   შეცდომა დამიშვია, ვერ ვიხსენებ, რატომღაც.....
თუმცა ის ნამდვილად ვიცი, უკან ამაყად ვიმზირები!

- როგორც ვიცით, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ხშირად ბავშვებს რაიმე ნიშნის მიხედვით ვანსხვავებთ. გვირჩიეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

- მასწავლებლის უპირველესი ვალდებულება მოსწავლის უპირობო სიყვარულია. განსხვავებულობაზე საუბარი კლასში დაუშვებელია, ყველას მიმართ თანაბრად უნდა გადავანაწილოთ სიყვარული.  მოვეფეროთ,   მუდმივად ვიზრუნოთ   მათზე.  უნდა იპოვო  მათი ძლიერი მხარე, დაეხმარო საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა/განვითარებაში. მხარდაჭერა მას შეაძლებინებს იპოვოს საკუთარი თავი და დამკვიდრდეს,  იქ, სადაც უწევს  განვითარება .  თავი მნიშვნელოვან პიროვნებად უნდა ვაგრძნობინოთ, ვაღიაროთ...
გთხოვთ დაასრულოთ:  მასწავლებელი...
მასწავლებელი- მესაიდუმლე, უანგარო მეგობარი, ძლიერი, დასაყრდენი,...

- რას ნიშნავს თქვენთვის ცოცხალი ურთიერთობები?

- თანადგომას, დაგეგმარებას, ურთიერთთანამშრომლობას.  ჩემთვის ურთიერთობები პიროვნული განვითარებაა. გახსოვთ, ალბათ, პანდემიის დროს როგორი  გამოწვევების წინაშე დავდექით.  მაშინ უფრო მეტად გამოიკვეთა რას ნიშნავს  თანამშრომლობითი სწავლება, ცოცხალი ურთიერთობები. ბავშვებში მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას, მე ვფიქრობ,უპირველესად ცოცხალი ურთიერთობები ავითარებს.  

- თქვენ ახლა სხვები გისმენენ..

- მანამ, სანამ კლასის  კარებს შეაღებთ, უნდა დაფიქრდეთ, რატომ აკეთებთ ამას?.   გაითავისეთ, ის, რომ  იმ კარების მიღმა, თქვენ ციმციმა თვალები გელოდებათ.  მათ მუდმივად სჭირდებათ მოფერება და  მხარდაჭერა.

- თუკი ოდესმე, ეს თვალები ციმციმს შეწყვეტს, აღიარეთ,რომ  თქვენ მასში ადამიანი მოკალით. გთხოვთ, ამას ნურასოდეს  გააკეთებთ. პირიქით, ყველა მოსწავლე მიიღეთ ისეთივე როგორიც არის, ხელი მოხვიეთ, აჩუქეთ სიყვარული და დაეხმარეთ  თვითდამკვიდრებაში.  ის ამას არ დაივიწყებს.  ჩვენი, როგორც მასწავლებლის

- ვალი და ვალდებულება სწორედ ის არის, ბავშვებს  ვასწავლოთ უანგაროდ სიკეთის კეთება, თავად თუ არ ვართ კეთილები, არ გაგვაჩნია ემპათიის უნარი, ამას მათ ვერასოდეს ვასწავლით. მივცეთ  მათ  ხარისხიანი განათლება, გვიყვარდეს გულით. ისინი გრძნობენ ამ სიყვარულს.  გავზარდოთ ისინი დემოკრატიული ღირებულებებით.   ამის შემდგომ ჩვენ მივიღებთ ძლიერ სახელმწიფოს. ძლიერი სახელმწიფო კი ჩვენი არსებობის მუდმივი გარანტიაა.

- მადლობა გულახდილი საუბრისათვის!

- მადლობა თქვენ!“.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ მოსწავლეებს აერთიანებს
 
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება