სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა ეკოპაექრობა
11-07-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა. მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავდნენ.

მათ შორის, პედაგოგ ია კლდიაშვილის სადამრიგებლო მე-6ბ კლასში, სასკოლო პროექტის - „გარემო ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში ეკოპაექრობა ჩატარდა. მას ბუნების მასწავლებელი ნათია ფაჩუაშვილი უძღვებოდა. 

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს რთული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის უნარი გამოევლინათ, საკუთარი აზრი გამოეხატათ და დაეცვათ. შეირჩა 3 გუნდის შემადგენლობა.

მოსწავლეებს 3 კვირით ადრე დაევალათ ამოცანები თემებზე - „უპატრონო ძაღლები“, „წყლის დაბინძურება“ და „ნაგავი“. მათ მონდომებით იმუშავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ეკოპაექრობა“ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რადგან თითოეულ ჯგუფს უწევდა ყოფილიყო მომხსენებელი, ოპონენტი და რეცენზენტი. საინტერესო იყო ისიც, რომ, ყოველ „პაექრობაში“ განიხილებოდა სხვადასხვა ამოცანა.
მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ თითოეულ ამოცანაში მოცემულ პრობლემებს.
„ეკოპაექრობა“ ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი მომავალ წელს „ეკოპაექრობაში“ გამოიწვიონ მე-6ა კლასი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება