სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წინა წლებთან შედარებით, ტესტი გართულებული იყო; გეომეტრიიდან უფრო მეტი საკითხი მოვიდა“ - აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აფასებენ
07-07-2023
-
+


დღეს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს მათემატიკაში ორ სესიად აბარებენ. დილის სესიიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვდინენ და ტესტის სირთულეც შეაფასეს: 

„წინა წლებთან შედარებით, ტესტი გართულებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, რთული იყო, იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე მასწავლებელთან. ზოგიერთი დავალება არც შემისრულებია. ფსიქოლოგიაზე ვაპირებ ჩაბარებას.“

„გამოცდაზე გეომეტრიიდან იყო უფრო მეტი საკითხი იყო. არც ისეთი რთული იყო, წინა წლებთან შედარებით, მარტივიც იყო. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი. არქიტექტურულზე ჩაბარებას ვაპირებ.“

„გამოცდა არ მერთულა, საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე იყო. მგონი, კარგად დავწერე და ვნახოთ, რა იქნება. მთელი წელი დავდიოდი რეპეტიტორთან.“

„სულ ალბათობები შემხვდა. ვფიქრობ, წინა წლების ტესტებთან შედარებით, გართულებულია, ისინი ბევრად მარტივი იყო. ალბათობები იყო ჩემთვის განსაკუთრებით რთული, რადგან მომზადებისას არ გაგვივლია. წინა წლების ტესტებიდან, ერთიც არ გამეორებულა, ოდნავ მსგავსიც კი.“

„არ მგონია, რომ მარტივი იყო. უფრო 4-ქულიანი დავალებები მერთულა. დრო ნამდვილად საკმარისი იყო, ადრე გამოვედი, ყველაფერს გადავხედე. ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება