სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

უსაფრთხოების წესები, რომლებიც ზაფხულში მშობლებმა უნდა დაიცვან
09-07-2023
-
+


ზაფხული ბევრი ბავშვისთვის წელიწადის საყვარელი დროა, ამ დროს ისინი ერთობიან, მოგზაურობენ, ცურავენ, ლაშქრობენ და მეგობრებთან დიდ დროს ატარებენ. მართალია, ეს პერიოდი სასიამოვნოა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხეებიც ბევრია. მაგალითად, როგორიცაა მწერების ნაკბენი, მზისგან დამწვრობა, სხვადახვა დაზიანება, დახრჩობის საშიშროება და სხვა. 

იმისთვის, რომ მშობლებმა ბავშვები ყველანაირი შესაძლო საფრთხისგან დაცვან, რიგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, რასაც მათ დარგის ექსპერტები სთავაზობენ. ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანის მოსაზრებსა და რჩევებს გთავზობთ.

დახრჩობის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად უდიდესი ყურადღება გამოიჩინეთ - არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე ხართ თუ აუზზე, აუცილებელია, რომ ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ. თავდაპირველად, დარწმუნდით, რომ ბავშვებს უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა აქვთ. შვილებს აუხსენით, რომ შორს არ გაცურონ და ყოველთვის თქვენ ახლოს იტრიალონ.

კანი მზისგან დაიცავით - ზაფხულის სიცხეში მზისგან დამწვრობის შემთხვევები ძალიან ხშირია. მით უმეტეს, ბავშვებს ძალიან ნაზი კანი აქვთ. ამიტომაც, მათ მზისგან დამცავი ყოველთვის უნდა ესვათ და გარდა ამისა, გარეთ ისეთ დრო უნდა გავიდნენ, როდესაც მზე ძალიან არ აცხუნებს. წყალთან კონტაქტის შემდეგ, დამწვრობის შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება.

ბუზის ნაკბენებისგან თავი დაიცავით - ამისთვის სახლიდან გასვლამდე ბავშვებისთვის სპეციალური კრემების წასმა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ისეთი ლოსიონებისა თუ შამპუნების გამოყენებას მოერიდეთ, რომელთაც მძაფრი სუნი აქვთ. იმ რეგიონში, სადაც დაკბანის დიდი საშიშროებაა, თუ ამინდი შესაძლებლობას გაძლევთ, ხელები და ფეხები მაქსიმალურად დაფარეთ. თუ ბავშვბს ბუზმა მაინც უკბინა, შესაბამისი კრემი გამოიყენეთ და ექიმს მიმართეთ.

ბავშვებმა ბევრი წყალი უნდა დალიონ - სიცხეში დეჰიდრატაციის შესაძლებლობა ძალიან მაღალია, ამიტომაც ბავშვებმა წყალი სკმარისად უნდა დალიონ. რეკომენდირებული წყლის რაოდენობა ადამიანის წონის, ასაკის მიხედვით განსხვავებულია. 

ველოსიპედიდან გადმოვარდნის რისკები გაითვალისწინეთ - პირველ რიგში, შვილებს ველოსიპედის ტარება კარგად უნდა ასწავლოთ. ამასთანავე კი, ჩაფხუტისა და მუხლების დამცავის გამოყენებისკან მოუწოდოთ. ეს მათ შესაძლო დაზიანებებისა და ტრავმებისგან დაიცავთ. 

ბავშვები ფეიერვერკს არ მიაკაროთ - ზაფხულის საღამოები ხშირად სწორედ ფეიერვერკით, სადღესასწაულოდ სრულება. დარწმუნდით, რომ ბავშვები მოშორებით დგანან, შესაძლო საფრთხეებზე ესაუბრეთ და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ უფლება, რომ ფეიერვერკი თავად გაუშვან. აუცილებელია, რომ მისი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესებს უფროსებიც დიდი ყურადღებით გაეცნონ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება