| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N49 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მათ შორის იყო ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტი.
სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, პედაგოგების ია ჯიქიასა და ანა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, IV კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია“ იმუშავეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელოვნების სამი დარგი - მწერლობა, მუსიკა და მხატვრობა, განიხილეს. ისინი აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. წაიკითხეს სტროფები პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“, რათა უკეთ გაეაზრებინათ პოეზიაში რითმის, კეთილხმოვანების და ღრმა შინაარსის მნიშნელობა.
გარდა ამისა, ინფორმაცია ავსტრიელი მუსიკოსის - მოცარტის შესახებ მოისმინეს. ასევე, ინფორმაცია ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიაზეც გაიგეს.
IV კლასის მოსწავლეებმა, ფიროსმანის ნამუშევრების შთაგონებით, ნამუშევრები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა მკაფიოდ შეიგრძნეს ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა