ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
07-06-2023
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, ასევე ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი არმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ადგილობრივი მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ისტორიულ მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ დაგამონაკლისი არც 26 მაისი ყოფილა.
ახოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, გაიხსენეს ეროვნული გმირები და როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო, საინტერესო ნომრები წარადგინეს.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსი კიდევ უფრო გაიაზრეს, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ სამშობლოს სიყვარული თითოეული ჩვენგანის ვალია.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც -მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ