აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეული  განსაკუთრებულად აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დეტალური ინფრომაცია მიიღეს ბავშვთა უფლებების შესახებ, გაეცნენ მის მნიშვნელობას და სკოლის ეზოში მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო აქტივობებიც შეასრულეს.

იყო მუსიკალური ნომრები, მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს და ეს დღე, ასევე ფერადად ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: