| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანცხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლების ძალისხმევით, მხოლოდ საგნობრივი ცოდნიტ არ შემოიფარგლებიან, ბავშვები მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ და სხვადასხვა ინტელექტურალურ კონკურსში მონაწილეობით განიმტკიცონ მიღებული განათლება.
ახლახან ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა და საკუთრი შედეგებით გაახარეს მშობლიური სკოლა.
თამაში- „რა? სად? როდის?“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მოაწილეობდნენ, პირველი ადგილი კი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა.
გუნდის კაპიტანი დათო ჭყონია გახლდათ, წევრები კი: ლიზი და ანა ურუშაძეები, ნინი ჩხაიძე, ლადო ქავზინაძე, საბა ჭკუასელი და დემეტრე ვენჯელაშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა