სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, თქვენი სახეები მუდამ სიხარულით ბრწყინავდეს,  ყოველი დღე თქვენია!“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე
07-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ ეუფლებიან; ადგილობრივი პედაგოგიური საზოგადოება, სკოლის ხელმძღვანელობის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩრთულები სასკოლო ცხოვრებაში, ისწავლონ ტოლერანტობა და მუდმივად იდგნენ თანატოლების უფლებების სადარაჯოზე. სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულს მიეძღვნა მრავალფეროვანი აქტივობები, საკლასო სოვრცესა და ასევე სკოლის ეზოში.

ეს გახლდათ ნამდვილი დღე-სასწაული, რომლის მთავარი გმირები ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გახლდნენ - „მასწავლებლებმა, ბევრი იმხიარულეს, იხალისეს და ერთმანეთს ეს დღე საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს. მოსწავლეებმა, ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ“, - ნათქვამია სკოლის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! ბედნიერად და ლაღად გეცხოვროთ მშვიდობიანი ცის ქვეშ, ჯანმრთელობა და მშობლების მზრუნველობა არ მოგკლებოდეთ. დაე თქვენი სახეები მუდამ სიხარულით ბრწყინავდეს,  ყოველი დღე თქვენია!“, - ასე მიულოცეს მსოფლიოს ყველა ბავშვს ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში; ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება