სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქიმიაში მასტერკლასი ჩატარდა
07-06-2023
-
+


2022-2023 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა თბილისის N103 საჯარო სკოლაში, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი.  

ამჟამად, მე-11 კლასის მოსწავლეები ქიმიაში პროექტზე - „ჩვენი მეგობარი ორგანული ნაერთები“, პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძის ხელმძღვანელობით, მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც სკოლაში საწარმო - Savon Belle-ს დამფუძნებელს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ფარმაცევტს - ნინო ყურაშვილს უმასპინძლეს. 

ნინო ყურაშვილმა მოსწავლეებისთის საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა. სტუმარმა მოსწავლეებს საპნის ცივი მეთოდით დამზადების ტექნოლოგია, მისი შემადგენელი კომპონენტების თვისებები, ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში რეკომენდირებული საპნები და მათი მოქმედების მექანიზმები გააცნო. 

მინილექციის შემდეგ, მოსწავლეებმა პრაქტიკულად ნახეს გააქტიურებული ნახშირის, კაკაოს, კარიტეს, ქოქოსის კარაქების და ზეითუნის, აბუსალათინის ზეთების შემცველი საპნის დამზადება, თავადაც ჩაერთნენ პროცესში და მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები და რეკომენდაციები.

მასტერკლასის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო და ღირებული მასტერკლასისთვის“,- აღნიშნავენ თბილისის N103 სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება