| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლამ, მუზეუმის დღესთან დკავშირებით, მრავალმხრივი აქტივობებით დატვირთული გასვლითი ღონისძიება სოფელ გეგელიძეებში მდებარე ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში მოაწყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეთა შემოქმედებითობამ მოლოდინს გადააჭარბა, მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინფორმაცია გაცვალეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი და უფროსი მასწავლებლები - მარინა ბერიძე და ქეთო საფარიძე იყვნენ.
„მოლოდინს გადააჭარბა მოსწავლეთა შემოქმედებითობამ - ბიულეტენები, ამონარიდები, პოეზია - უპირველეს ყოვლისა, სიმღერები ისრაფილ ჯინჭარაძეზე: „აიშე“, „თბილისო, მე რომ შენთან მოვედი“. გაცოცხლდა პოეტი და ბანი მისცა მუზეუმის სტუმრებს. მუზეუმის დირექტორმა - ლ.კეკელიძემ, რძალ ნინო პაპუნიძესთან ერთად, საინტერესო მასალები მიაწოდეს მოსწავლეებს. მუზეუმში სტუმრობამდე პირველი ეტაპი სკოლაში წარიმართა, მოეწყო მისი წიგნის განხილვა - „კაცი იყო და იქცა მნათობად“. მუზეუმში სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება - ყოველწლიურად მონაწილეობას მივიღებთ აქ გამართული “ფრიდონობის“ დღესასწაულში. აი, შედეგი მოტივაციისა. მუზეუმს ატყვია შესაშურად მზრუნველი ხელი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა