სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მწერალ გივი ჩიღვინაძეს შეხვდნენ
31-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ლიტერატურის სიყვარულის გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრას ესწრებიან.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უამრავ საპატიო სტუმართან ერთად, მწერალ გივი ჩიღვინაძესთან შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა 25 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

„შემოქმედის ლექსები, მოთხრობები, საბავშვო ნაწარმოებები და ისტორიული გამოკვლევები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო, საბავშვო და საისტორიო ჟურნალ-გაზეთებში, შესულია სხვადასხვა კრებულში, გამოდის ცალკე წიგნებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბიბლიოთეკაში მწერლის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

„საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა შემოქმედსა და პატარა მკითხველებს შორის ურთიერთობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მწერალმა სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა, ბავშვებს გაესაუბრა და გადასცა წიგნები ავტოგრაფებით.

„მწერალი დაგვპირდა, რომ სკოლაში კვლავ გვესტუმრება“, - ამბობენ სკოლაში.

შეხვედრა საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება