სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები თიხის ოსტატს ესტუმრნენ
31-05-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავზობენ. 

ამჯერად, ისინი მასწავლებელ ეკატერინე თუშიშვილის ხელმძღვანელობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრებ თიხის ოსტატ რამაზ გახუტიშვილთან იმყოფებოდნენ. აღნიშნული ექსკურსია იმ მიზნით მოეწყო, რომ მოსწავლეებს ენახათ, როგორ ამუშავებს მეთუნე თიხას და როგორ ამზადებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.

ოსტატმა მოსწავლეებს თიხის დამუშავების ტექნოლოგია გააცნო, აუხსნა საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციები, გააცნო განვითარების გზები და მოსწავლეებს შესთავაზა თავიანთი ხელით ამოეყვანათ სხვადასხვა ფორმები დამუშავებული თიხისგან.

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

„ყოველი ერი, ხალხი, გამორჩეულია თავისი ტრადიციული წესებითა და საქმიანობით, რა თქმა უნდა, საქართველოც თავისთავად  საყოფაცხოვრებო კულტურით გამოირჩევა.
არ უნდა დავივიწყოთ მამაპაპური ტრადიციები. უნდა მივბაძოთ მათ საქციელს. მათი პატიოსანი შრომითა და წმინდა ოფლის ღვრით მონაგარს გავუფრთხილდეთ და არ დავივიწყოთ, ეს ხელობა ზოგისთვის შეიძლება შთაგონების წყაროც გახდეს.
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რას და როგორ ამზადებენ თიხისგან ქართულ ოჯახებში. ამისთვის მოვიძიეთ მასალა თიხის მოპოვებასა და დამუშავების შესახებ, თუ რომელი საუკუნიდან დაიწყო ქართველმა კაცმა მისი დამუშავება და გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება