სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის საიუბილეო თარიღი შთამბეჭდავად აღინიშნა
31-05-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება 29 მაისს მოეწყო და მას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გ.ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მ.ჩხეტიანი, მერიის აპარატის თანამშრომლები, წყალტუბოს ინტელიგენციის სხვადასხვა სფეროს წარმომადენლები, სკოლის დირექტორები და სხვები, ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან საზეიმო ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ ისაუბრა სკოლის ისტორიაზე, მიღწევებზე, აღნიშნა, რომ სკოლაში დაწესებულია „სკოლის პატრიარქის“ და „საპატიო მეოთხესკოლელის“ ტიტულები, რომლებიც გადაეცემა დამსახურებულ პედაგოგებს და სკოლის სახელოვან კურსდამთავრებულებს.

აღსანიშნავია, რომ წელს „სკოლის პატრიარქის“ საპატიო ტიტული მიენიჭათ პედაგოგებს: ნადეჟდა სიხარულიძეს და რუსუდან ლობჟანიძეს და სკოლის საპატიო თანამშრომელს - ალექსანდრე ბურჯანაძეს.

რაც შეეხება ტიტული - „საპატიო მეოთხესკოლელი“, მიენიჭათ: გურამ ჩიხლაძეს, მარინა კობეშავიძეს, სერგო გორდულაძეს, ვოვა მაჩიტაძეს, ანტონ დოლაბერიძეს, დარეჯან კვანჭიანს, ტატიანა ჯინჭველაშვილს, რიმა მარგიანს და თემურ კოღუას.

ასევე, სკოლაში მადლობის სიგელები გადაეცათ მასწავლებლებს -  ქეთევან სვანიძეს, ნატო შვანგირაძეს, მეგი ზიბზიბაძეს, ხათუნა ქუთათელაძეს და მედეა კუჭავას, სკოლის წარმატებით დამთავრებისთვის დიპლომი მე-12 კლასის მოსწავლეს ლიკა ზვიადაძეს მიენიჭა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საოცრად შთამბეჭდავი კონცერტი გამართეს, რომელიც ირმა კუბლაშვილმა, ხათუნა იობაშვილმა, მანანა ჯავახაძემ და ირაკლი უგრეხელიძემ მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მე-11 კლასის მოსწავლეს ა.ლობჟანიძეს და მე-10 კლასის მოსწავლე თამაზ ბუიშვილს მიჰყავდათ. 

სკოლას იუბილე მიულოცა  ქალაქის მერმა, რომელმაც სასკოლო საზოგადოება ტრადიციულად ახალი ინიციატივით გაახარა.  მისი თქმით, აბიტურიენტს, რომელიც 100% გრანტით მოეწყობა უმაღლეს სასწავლებელში მერის სტიპენდია დაენიშნება.

რესურსცენტრის უფროსმა, გულთბილად მიულოცა იუბილე სასკოლო თემს და წარმატებები უსურვა მას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საოცრად ამაღლებული განწყობით, სიხარულით, ურთიერთპატივისცემის და დიდი სიყვარულის გრძნობით იყო გამორჩეული.

„უმრავლოს ჩვენს სკოლას ასეთი ლამაზი დღეები. წინ გამარჯვებებისკენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება