სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი საქართველო“ - ივანდიდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
31-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის „ჩვენი საქართველოს“  მასწავლებლის ელიზა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ჩატარდა. 

„საგანი „ჩვენი საქართველოს“ დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს მხარეების გეოგრაფიის, ისტორიის, ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და თანამედროვე მდგომარობის ინტეგრირებულ შესწავლას.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტით გათვალისწინებულია აღნიშნული საგნის შესწავლა მეხუთე და მეექვსე კლასებში“,- გვიყვებიან სკოლაში სადაც საგნის მასწავლებელმა - ელიზა ლიპარტელიანმა, ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მეექვსე კლასში ჩაატარა ვიქტორინა სახელწოდებით - „ჩვენი საქართველო“.

ვიქტორინა იყო სხვადასხვა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული: შეკითხვები, კროსვორდი, „აღმოაჩინე შეცდომა“, კაპიტნების შეკითხვები, „მეხუთე კლასელის შეკითხვა“, რომლებიც მომზადებული იყო მეხუთე კლასის „ჩვენი საქართველოს“ სახელმძღვანელოდან. გამარჯვებული შეკითხვის ავტორს კი სერტიფიკატი გადაეცა.

მეექვსე კლასის მოსწავლეები ორ გუნდად იყვნენ წარმოდგენილნი. მათ, იუხედავად დამატებითი შეკითხვებისა, ვიქტორინა თანაბარი ქულებით დაასრულეს. 

ვიქტორინის დასასრულს მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძემ.

„სანახაობრივი, საგანმანათლებლო კუთხით საიტერესო და საუკეთესოდ ორგანიზებული დღე გვაჩუქეს მეექვსეკლასელებმა და ვიქტორინის ორგანიზატორმა ელიზა ლიპარტელიანმა.

წარმატებებს ვუსურვებთ თითეულ მათგანს! მათ და სრულიად საქართველოს ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებთ თავისუფალ, გაბრწყინებულ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება