სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
30-05-2023
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში პირველკასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

25 მაისი, პირველკლასელთათვის როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი სიხარულის, დადებითი ემოციების, სიცილის, ღიმილისა და ბედნიერების დღედ იქცა.

„ბავშვებისთვის, კლასის დამრიგებელმა - ლანა სერგიამ კოლეგებთან ერთად უდიდესი შრომა გაწია, რათა დაუვიწყარ დღესასწაულად ექცია ეს დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ემოციური იყო პატარების სიტვებით გამოსვლა, გაფორმებული ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით. ბედნიერი, მხიარული ზაფხულის გატარებას ვუსურვებთ ჩვენს მარგალიტებს. სექტემბრიდან ისევ დიდი სიხარულით  დაველოდებით უკვე მეორე კლასში მთელი გუნდი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება