| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცნობილი პედაგოგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ვლადიმერ გაგუას დაბადებიდან 157 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ვლადიმერ გაგუა დაიბადა სოფელ კოტიანეთში, მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასწავლებლად, იყო სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარი ინსპექტორი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი და სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე.
ასევე ბავშვებმა გაიხსენეს 1901 წელი, როცა მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა და გაიხსნა სახალხო სკოლა.
კოტიანეთის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა დაესწრნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა