სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დამოუკიდებლობის დღეს კონფერენცია მიეძღვნა 
30-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს გიმნაზიაში კონფერენცია მიეძღვნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის ისტრიულ მნიშვნელობაზე, თუ რა გზა გამოიარა ქვეყანამ თავისუფლების მოპოვებამდე, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ახალგაზრდებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოს სიყვარული, წარსულისა და წინაპრების პატივისცემა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება