სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს 
30-05-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პრიორიტეტი მოსწავლე, მისი საჭიროებები, განვითარება და მომავალი წარმატებაა. 

გიმნაზიაში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სასკოლო გარემოში თავს კომფორტულად გრძნობდნენ და მონდომებით, არაძალდატანებით სწავლობდნენ. ამ მიზნით კი, მათთან სხვადასხვა მიდგომას იყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თავს ყველა მოსწავლე თანაბარუფლებიანად გრძნობს. მათ ყოველ ახალ საფეხურზე გადასვლა ახარებთ და წარმატებისკენ მიისწრაფიან. 

ამჯერად, გიმნაზიაში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეები საზეიმოდ - ვარდისფერ და ლურჯ ფერებში გამოეწყვნენ, ასეთივე ფერებში იყო მორთული გარემოც. მათ სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. პირველკლასელები ღონისძიებაში დამრიგებელ მედეა უჩიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

ღონისძიებას გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის სულიერი მოძღვარი, დეკანოზი თომა (ლაცაბიძე)  ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება