| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებში რთავენ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლა უკვე რამდენიმე წელია ჩართულია ბილინგვური სწავლების პროგრამაში.
„ამჯერად, არაფორმალური განათლების ფარგლებში არჩეული გვქონდა პროექტი - „ჩემი პირველი თარგმანი“, რომლის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ სხვადასხვა ავტორის მოთხრობები, გაიმდიდრონ ლექსიკა, შეიძინონ მთარგმნელობითი საქმიანობის საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შექმნან შესაბამისი ილუსტრაციები და აიმაღლონ სახელმწიფო ენის ფლობა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შექმნან სასწავლო რესურსი და ახალი წიგნები შემატონ სკოლის ბიბლიოთეკას“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმარლეს.
პროექტის დასასრულს, ბავშვებმა სპექტაკლი გაითამაშეს და მათი შექმნილი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას აჩუქეს.
პროექტის ხელმძღვანელები: ბილინგვური სწავლების კოორდინატორი თამარა ბადოიანი და მშობლიური ენის მასწავლებელი ლუსინე თუმასიანი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა