სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჭადრაკი - ცხოვრებაა“- ჯუმის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
30-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, მასწავლებელმა თამარ ჟვანიამ პროექტი - „ჭადრაკი - ცხოვრებაა“, განახორციელა. პროექტის მიზანი იყო - მოსწავლეებში ჭადრაკის პოპულარიზაცია; გუნდური მუშაობის ელემენტარული ჩვევებისა და პასუხისმგებლობის წახალისება; კოგნიტური, მოტორული და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარება.

როგორც სკლაში ამბობენ, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობებიდან განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო დასკვნითი ღონისძიება აღმოჩნდა, სადაც ორ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა სისწრაფე, გონიერება, მოხერხებულობა, საზრიანობა და ტრანსფერის უნარი გამოავლინეს. 

ღონისძიებას, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სკოლის საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ. სკოლის დირექტორმა ირმა ბუკიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უპრეცენდენტო ღონისძიებით, რომელმაც დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა და რომელიც ხელს შეუწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას სხვა კლასებშიც.

„ჯუმის საჯარო სკოლის პირველ კლასში, როგორც ყველგან, ჭადრაკის სწავლება მიმდინარე სასწავლო წელს გახდა სავალდებულო. ამ საგნის მიმართ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლენეს, რამაც ბიძგი მისცა მასწავლებელ თამარ ჟვანიას, განეხორციელებინა უპრეცედენტო პროექტი - „ჭადრაკი - ცხოვრებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება