სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“- ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-05-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული პროექტების განხორციელება დასკვნით ფაზაში შევიდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პრიორიტეტული თემა, რომლითაც წლევანდელ სასწავლო წელს პროექტებით სწავლება მიმდინარეობდა, „კულტურული მრავალფეროვნება“ იყო. მის ფარგლებში სწავლების სამივე საფეხურზე, არაერთი საინტერესო  ღონისძიება და პროექტი განხორციელდა.

ამჯერად, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგებმა - ლელა ჯაფარიძემ და ასმათ გიორგაძემ, მე-8ბ კლასში (დამრიგებელი ლელა კაპანაძე), პროექტი - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, განახორციელეს. მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის-ბოშების ცხოვრება და ადათ-წესები საინტერესოდ წარმოადგინეს, ასევე გაითამაშეს როლები, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა - „ბოშების“, მიხედვით.

აქტივობებმა უდოდესი წარმატებით ჩაიარა, ღონისძიებამ სასკოლო საზოგადების წევრთა შორის უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების მომზადებას მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანსამბლ „შევარდენის“ ქორეოგრაფებმა ნანა ღიბრაძემ, ბორის დადუნაშვილმა, ნატალია ყვავაძემ და იანა რიბიცკაიამ. როლურ თამაშებში მოსწავლეებს დაეხმარა და მათთან ერთად მონაწილეობდა სკოლის კურსდამთავრებული, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნინო აბესაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება