სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პატრიოტული ღონისძიებით აღინიშნა
30-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის სიტყვებით - „შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს... დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს“ - გაიხსენეს საქართველოს ისტორიული წარსული.

მათ ასევე დაამზადეს დროშები, პოსტერები, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

„უახლოესი ისტორიის ცოდნა და დაფასება ეს იყო სწორედ ამ აქტივობის მიზანი, რომელმაც მართლაც დაიჭირა ღირსეული ადგილი მოსწავლეთა გულებში“, - აღნიშნავენ სკოლაში

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  ეროვნული და პარტიოტული სულისკვეთების გაღვივების მიზნით, მოსწავლეებმა გაიხსენეს 1918 წლისა და 1991 წლის მოვლენები.

„კინოკადრებში ერთმანეთს ცვლიდა ქართველთა დიდი მსხვერპლის ფასად მოპოვებული გამარჯვება, ემოციით მოისმინეს ქართული ესტრადის მომღერალთა შესრულებული „90-იანი წლების ჰიტები“ - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და „თენდება“- სოსო პავლიაშვილის შესრულებით, ეს სიმღერები „9 აპრილის“ ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა და ახალი თაობისთვის მეტ-ნაკლებად უცხო აღმოჩნდა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობნდნენ.

მათ საჭირო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„მადლობა, ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს აქტიურობისათვის, გისურვებთ თავისუფლებას, თავისუფალ საქართველოში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება