სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ახალსოფლის საჯარო სკოლა ორგზის „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრია
02-05-2018
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა წინა ორი წლის (2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლების) „ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეებს“, გოგიტა და რუსუდან ბარამიძეებს (გოგიტა და რუსუდანი და-ძმები არიან) გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, ახალსოფლის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ახალსოფლის სკოლა „ეტალონს“ შთამბეჭდავი ღონისძიებებით დახდვა. სტუმრების პატივსაცემად ჩატარდა შიდასასკოლო „ეტალონი“, რომლის გამარჯვებულიც გოჩა ტყეშელაშვილმა მანტიით შემოსა. ამასთან, მოსწავლეები მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე.

ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. „ხელვაჩაურის ეტალონის“ შესარჩევ ტურში წარმატებით მოასპარეზე მოსწავლეებსა და წარმატებულ პედაგოგებს „ეტალონის“ სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მადონა დავითაძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება