სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

რამდენად მისაღებია მოზარდობის ასაკში ზედმეტად გრძელი თმა და ხომ არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე
21-08-2018
-
+


თუ ბავშვის თმა ბზინავს, ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომ მისი ორგანიზმი ჯანმრთელია. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვის თმა უხეშდება და მისი მოვლა რთულდება.

როგორ მოვუაროთ ბავშვის თმას, რომ ბზინავდეს და ჯანსაღად გამოიყურებოდეს, Etaloni.ge-ს ექიმმა დერმატოლოგმა, თამარ დაბრუნდაშვილმა უპასუხა.

- როგორია ზოგადი წესი, როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის თმას, რომ ის ჯანსაღად გამოიყურებოდეს?

- ახალშობილის კანი და თმა ჯერ ისევ  განვითარების პროცესშია. ბავშვის კანის იმუნური სისტემა არაა სრულყოფილად ჩამოყალიბებული. ამიტომ პატარები უფრო ადვილად და ხშირად ავადობენ კანის ინფექციებით. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელი პირობაა ბავშვის კანი და თმა იყოს იდეალურად სუფთა, ამისთვის კი ახალშობილი უნდა დავბანოთ ყოველდღე. დაბანისას კანს, თმას შორდება ოფლი, მიკრობები. დასაბანად უნდა გამოვიყენოთ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი საშუალებები, საპნები, შამპუნები, რათა შენარჩუნდეს კანის ლიპიდური მანტია და ph (მჟავა ტუტოვანი ბალანსი). მნიშვნელოვანია, პატარას სიამოვნებდეს დაბანა, რისთვისაც წყალი უნდა იყოს სათანადო ტემპერატურის, შამპუნი არ უნდა უწვავდეს თვალებს. საბედნიეროდ, საქართველოში ხელმისაწვდომია ბავშვთა მოვლის ხარისხიანი საშუალებები. ასაკის მატებასთან ერთად, ყოველდღიური დაბანა აუცილებელი აღარაა. შესაძლებელია, დაბანის სიხშირე შეირჩეს ინდივიდუალურად - კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

- არსებობს კონკრეტული მიზეზები, რაც აზიანებს ბავშვის თმას?

- ბავშვის თმა შეიძლება დაზიანდეს არასწორი მოვლით, ინფექციებით. ხშირია ბავშვთა ასაკში თმის ბუდობრივი ცვენის შემთხვევებიც.

 - რა იწვევს ბუდობრივ ცვენას?

- ბუდობრივი თმის ცვენის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. სერიოზული პრობლემაა და  არც კონკრეტულად ჰიგიენასთან კავშირში არ არის.

- როგორ გავუშროთ ბავშვს დაბანის შემდეგ თმა, თმის საშრობის, ე.წ. ფენის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის თმაზე, ხომ არ აზიანებს და რამდენად?

- ახალშობილის თმა ნაზია, ოდნავ განსხვავდება ღინღლისგან, ამიტომ მის გასაშრობად სავსებით საკმარისია რბილი პირსახოცის გამოყენება. მთავარია, არა უხეშად, ნაზი მოძრაობებით შევუშროთ და დავვარცხნოთ პატარას თმა. თმის ღერის დიამეტრი აქტიურად იზრდება, ანუ თმა უხეშდება პირველი 3-4 წლის განმავლობაში, შემდეგ წლებში – ნაკლები ინტენსივობით და პუბერტატულ, ანუ გარდატეხის ასაკში  უკვე იღებს საბოლოო სახეს. ასეთი თმის შეშრობა უფრო ძნელია პირსახოცით. მით უფრო ზამთარში, ნოტიო თმით ნუ დატოვებთ პატარას, გამოიყენეთ სპეციალური ჩაჩები და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ფენი, ისიც ნაკლები სიმხურვალის რეჟიმით. ასე თავიდან აიცილებთ თმის გამოშრობას.

- ზედმეტად გრძელი თმა რამდენად მისაღებია მოზარდობის ასაკში და ხომ არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე? ამბობენ, რომ გრძელმა თმამ კალცის ნაკლებობა იცის... როგორია იდეალური სიგრძე თმისა, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს?

- ბავშვს ვარცხნილობა, პირველ რიგში, უნდა იყოს იოლად მოსავლელი. პატარებს არ უყვართ თმის დავარცხნა, რადგან ეწიწკნებათ და საერთოდ უარს ამბობენ სავარცხელზე. არაა სასურველი ვარცხნილობისას ძალიან დაიჭიმოს თმა, მაგალითად, ე.წ. კუდის შემთხვევაში. რაც შეეხება იმას, რომ გრძელი თმა კალცის ნაკლებობას იწვევს, არასწორი შეხედულებაა, თუმცა, თმის ღერის ფორმირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კვებას. საკვებთან ერთად ვიღებთ ცილებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს. თითოეულის დეფიციტი აისახება თმის სტრუქტურაზე, სიხშირეზე, ბზინვარებაზე და  აგრეთვე  სკალპის მდგომარეობაზე. საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ბოსტნეულითა და ხილით. ბავშვს ნაკლებად უნდა მივცეთ ნახევარფაბრიკატები, შებოლილი ხორცი და თევზი... მოკლედ, მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება! თუ თმა ბზინავს, თავის კანი გაწითლებული, გაღიზიანებული, აქერცლილი არ აქვს პატარას, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება