სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ლანჩხუთის ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს მერიამ ფულადი პრიზები გადასცა
02-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხაჯალიის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ებრალიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა წყალწმინდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თინათინ კვაჭაძე.

ინტელექტ-ჩემპიონატში პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს ადგილობრივმა მერიამ ფულადი პრიზები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს 500 ლარი გადასცეს, მე-2 ადგილის მფლობელს - 300 ლარი, ხოლო მე-3 ადგილზე გასულს - 200 ლარი.

„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ თინათინ კვაჭაძე აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატში მიღებული ცოდნა და ემოციები მთელი ცხოვრება ემახსოვრება:

„ეტალონში“ მეორედ ვმონაწილეობ. აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. მოულოდნელი და სასიხარულო იყო გამარჯვება. მადლობა პროექტს მოცემული შესაძლებლობისთვის.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ მომავლის საქმის მსახურებისთვის:

„განათლებული და წარმატებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი. დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამდენი ნიჭიერი მოსწავლის ხილვით. ინტელექტ-ჩემპიონატმა ემოციურად ჩაიარა. მადლობა ეროვნულ პროექტ „ეტალონს“, რომ მოზარდებში ცოდნის წახალისებით საქვეყნო საქმეს ემსახურება.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტი ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს წინსვლას ემსახურება:

„ეტალონი“ მართლაც ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს წინსვლას ემსახურება. მადლობა პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს მომავლის საქმის მსახურებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ებრალიძე მოხარულია ლანჩხუთში „ეტალონის“ სტუმრობითა და მოსწავლეთა წარმატებით:

„მოხარული ვარ პროექტში ჩვენი მოსწავლეების აქტიური და წარმატებული ჩართულობით. ლანჩხუთში „ეტალონის“ სტუმრობა დიდ დღესასწაულად გადაიქცევა ხოლმე. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ამ ემოციური წუთებისთვის, კიდევ დიდხანს უნდა იყოს „ეტალონი“, მეტი მასშტაბითა და წარმატებით.“

ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე წარმატებებს უსურვებს პროექტსა და ახალგაზრდებს:

„საუკეთესოდ ორგანიზებულმა საუკეთესო პროექტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ძალა და მნიშვნელობა. ამაყი ვარ მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით. გულითად წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ პროექტსა და ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობას.“

წყალწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ჯიქია აღნიშნავს, რომ თინათინმა ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება:

„ბედნიერი დირექტორი და ბედნიერი მასწავლებელი ვარ. თინათინი მართლაც ღირსეულად გახდა „ეტალონის“ გამარჯვებული. ძალიან ნიჭიერი და მიზანსწრაფული მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატი. მადლობა ჩვენს პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეებს ღვაწლის დაფასებისთვის და „ეტალონს“ - განათლების წახალისებისთვის.“

„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თინათინ კვაჭაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება