სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
05-05-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობა დაიწყო. KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და  სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მხარეებს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გაძლიერებას, სტუდენტების ხელშეწყობას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს ადმინისტრაცია და სტუდენტები. 

„უნივერსიტეტი მიესალმება მსგავსი ტიპის ინიციატივებსა და თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა, რადგან იგი  სტუდენტების მომავალ დასაქმებას და კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას  სწავლების პროცესშივე მიიღონ  გამოცდილება და ცოდნა. ჩვენც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით წავახალისოთ სტუდენტები, მეტ პარტნიორთან ვითანამშრომლოთ და, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ სამუშაო ბაზარს, მივაწოდოთ კვალიფიციური და განათლებული კადრები“, - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი და  შეხვდა სტუდენტებს, რომლებსაც უწყების 2022 წლის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საავტომობილო საწვავის, სასურსათო პროდუქტების ბაზარზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე სხვადასხვა საკითხები.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია აკადემიურ სექტორთან და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობა, დიდი პატივია KIU-სთან თანამშრომლობა, როგორც სწრაფად მზარდ უნივერსიტეტთან, რომლმაც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო აღიარების მოპოვება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლო საქართველოს განათლების სისტემისთვის.

შთამბეჭდავია ის გლობალური მასშტაბის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, პროექტები და გარემო რაც ბოლო რამდენიმე წელშია შექმნილი KIU-ში, რაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის  კიდევ ერთი დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
სტუდენტების თანამონაწილეობა კონკურენციის პოლიტისკისა და მომხამრებელთა უფლებების დაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, გვექნება ბევრი კვლევითი პროექტი აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად. სტუდენტებს შევთავაზებთ სტაჟირების პროგრამებს და დასაქმების კარგ შესაძლებლობებს, რადგან მოტივირებული კურსდამთავრებულების ჩართულობა სახელმწიფო სახმსახურში მნიშვნლევანია. პარნტნიორობა საშუალებას გვაძლევს გვქონდეს კარგი შედეგები სართაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში“- განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და რექტორს, სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება