სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გიორგი ამილახვარი რექტორთა საბჭოს შეხვედა
28-04-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა რექტორთა საბჭოს ფორმატი განაახლა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

შეხვედრა მინისტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.

საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და რექტორებისგან მიიღო ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

მინისტრის ინიციატივით, რექტორთა საბჭოს შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება